უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის საგანგებო განცხადებით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა მორიგი პროვოკაცია განახორციელეს და ლუგანსკის დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს.
უწყება ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს და იუწყება, რომ შემთხვევა საღამოს 21:00 საათისთვის მოხდა და ამის მიზანი უკრაინელი სამხედროების დადანაშაულება იყო.
ცნობილია ისიც, რომ სეპარატისტმა სამხედროებმა ცეცხლი სოფელ ლობაჩევედან, მსხვილკალიბრიანი არტილერიით ქალაქ ლუგანსკის მიმართულებით გახსნეს.