მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი პროპორციული სიის წარდგენას ეხება, ოპოზიციის ნაწილი საინტერესოს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი კი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ინიციატივას არ ემხრობა და აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება. რაც შეეხება პროპროციულ ნაწილს, მათი თქმით, ოპოზიციას მარავალფეროვანი ელექტორატი ჰყავს და ამომრჩეველს უნდა მიეცეს საშუალება, ხმა იმ პარტიას მისცენ, რომელსაც რეალურად მხარს უჭერენ.
მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა საკუთარი ხედვა და ჩვენი მხრიდან ამ ხედვასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ისეთი წინადადებაა, რომელიც მოითხოვს სხვა პარტიების თანამონაწილეობას. ჩვენ უნდა დავაყენოთ პარტიული ინტერესები დღეს მეორე ადგილზე და მთავარი დღეს არის ის, რომ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებაში, - აცხადებს "ნაციონალური მოძღაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი.
"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რათა ივანიშვილის რეჟიმის შეიცვალოს.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაჟორიტარულ ოლქებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ოპოზიციის პოზიციები და ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს შეთანხმება შედგეს, იმიტომ, რომ ამას ელოდება საზოგადოება. მთავარი ამოცანა ჩვენთვის უნდა იყოს ქვეყნის დახსნა ივანიშვილის ანკლავისგან, რომელიც ძარცვავს ჩვენს ხალხს, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ერთიან პროპორციულ სიებთან დაკავშრებიული ინიციატივა მიუღებელია პოლიტიკური გაერთიანება "ლელოსთვის".
ჩვენ ერთიან სიებზე თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ეს არ არის ის გზა, რომელსაც "ლელო" დაადგება და ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ განაცხადისა, რომელიც გავაკეთეთ ჩვენი წევრების და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, - აცხადებს ნაცვლიშვილი.
ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით გადაცემა "მთავარის აქცენტებში" ვრცლად ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძღაობა" საკუთარ კანდიდატურას მხოლოდ ორ ოლქში დააყენებს, დანარჩენ 6 ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები მაქსიმალურად პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.
არ აქვს მნიშვნელობა, რა პასუხი იქნება ერთიანი სიის შედგენაზე. ჩვენი შეთავაზება იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ხაზს ვუსვამ, იღებს მხოლოდ ორ ოლქს დანარჩენს ჩვენ ვაძლევთ პარტნიორებს, ძალაშია - განაცხადა ვაშაძემ.