
ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ დაზიანებულ მაგისტრალზე ნიჩბებით ქვა-ღორღი დაყარეს და ღამის განათებები და სანიაღვრე არხის მილები მიიტანეს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებზეც მილიონებია გამოყოფილი ხარისხიანად შესრულდეს.
ცნობისთვის, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალით 4 მუნიციპალიტეტის მოსახლეობა გადაადგილდება და ის წლებია მოუწესრიგებელია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.