საქართველოს პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, - ამბობს ფრაქცია "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი.
საუბარია მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ღარიბაშვილიც იმყოფებოდა, თუმცა მსოფლიო ლიდერებს ის არ შეხვედრია. მათ შორის არც პრეზიდენტ ზელენსკის, რომელსაც უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, ისტორიული გამოსვლა ჰქონდა.
"საქართველოს პრემიერმინისტრმა სამარცხვინოდ ხელიც კი არ ჩამოართვა უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც იმავე სივრცეში იმყოფებოდა, რომელშიც ის იყო და ასევე, ისე მოდის მიუნხენიდან, რომ არცერთ მნიშვნელოვან ლიდერთან დასავლური სამყაროსი, მას შეხვედრა ორმხრივი არ გაუმართავს. ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს შედეგი, როდესაც პრემიერი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და არანაირი საერთო არ აქვს ჩვენს სახელმწიფო და სახალხო ინტერესებთან",- თქვა სალომე სამადაშვილმა.
იხილეთ ასევე: