ოპოზიცია სპეკულაციებს არ ეშვება - მათიკაშვილი არჩევნების გადადების თაობაზე

გამოქვეყნდა:

არჩევნების გადადების გეგმა არ არსებობს - ამის შესახებ მთავრობის წევრები საუბრობენ. მათი მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებები იმ ფორმით დამტკიცდება, რაც მოცემული მომენტისთვის არის შეთანხმეული. 

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ შემოდგომის არჩევნებზე უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს და მათი დღევანდელი რეიტინგი პირველივე ტურში გამარჯვების საშუალებას მისცემს.

ჩვენ ამ გუნდით, ამ რეიტინგით ნამდვილად არ გვეშინია არჩევნების ჩატარება ოქტომბერში, ამიტომ თეორიული შანსი არ არის იმის, რომ  ქართული ოცნების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს არჩევნების გადაწევა, თუ ამაზე სპეკულირებენ ჩვენი ოპონენტები, - ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.  

მისი მტკიცებით, არჩევნების ოქტომბერში ჩატარება "ქართული ოცნების" მიზანია. 

ოპოზიცია სპეკულაციებს არ ეშვება, მათი დღის წესრიგია ეს ყველაფერი, საზოგადოება კარგად ხედავს მოცემულობას. პანდემია არ დასრულებულა საქართველოში, ბოლო დროს საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ მიუხედავად შემსუბუქებისა და გარკვეული მიმართულებით ეკონომიკის გახსნისა, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ მხრივ მდგომარეობა არის ძალიან კარგი, - ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი. 

მისი თქმით, არჩევნების ჩატარების შესახებ ყველა გადაწყვეტილება ქვეყანაში იმ მომენტისთვის არსებული მდგომარეობის შესახებ გადაწყდება. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნების გადადების შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩანაწერის კონსტიტუციაში გაკეთებას შეეცდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი