
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დასაწყისში ბარიერის მოხსნისა და მესამე პრეზიდენტის ადვოკატების გვერდით დაჯდომის შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატების თქმით, მათ ეს დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელებისთვის ესაჭირეობათ.
მოსამართლეთა კოლეგიამ - ნინო ელეიშვილის, მაია ქოქიაშვილის, ლიანა ორკოდაშვილის შემადგენლობით, ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ განმარტა, რომ წესს ვერ შეცვლის და დარბაზში ყველა მისი სტატუსიდან გამომდინარე განკუთვნილ ადგილას ზის.
სხდომის დასაწყისში ხმაური იყო. პროკურორსა და უფლებადამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას - ადვოკატებმა მოითხოვეს, სასამართლომ დაავალოს პენიტენციურს, პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის აბსოლუტური უფლების უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პირად ექიმთან და "ემპათიას" ექსპერტებთან შეხვედრის უფლება და პენიტენციურს დაევალოს ამის აღსრულება. ნიკა გვარამიას თქმით, ამისთვის საჭიროა სასამართლომ გამოსცეს განჩინება:
"მოვითხოვთ, გაიცეს სასამართლო შემადგენლობის მიმართ განკარგულება და განჩინება, პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიმართ კონკრეტული შინაარსით. წინა პროცესზე არც გამოუცია განჩინება, რადგან შეუძლებელია გამოეცა და ჩვენ ეს განჩინება არ გვქონდეს. მოსამართლემ თქვა, გავცემ განჩინებას, რომ უზრუნველყოთ, ეს განჩინება საკმარისი არ არის, რადგან უზრუნველყოფის ვალდებულება ისედაცაა კანონით გაწერილი“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ამავე თემაზე: