თამთა დემურიშვილს ხსნიან თანამდებობიდან, აკრძალეს ექიმის შემოსვლა საკანში...- მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

თამთა დემურიშვილი იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან - განცხადება ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასმართლო პროცესზე გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი დაკავშირებულია დემურიშვილის მხრიდან, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან. საუბარია გონების დაკარგვის პირველ შემთხვევაზე, როდესაც მე-12 ციხეში რეანიმატოლოგიც იმყოფებოდა.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, რუსთავის ციხეში, 10 დღის წინ აკრძალეს ექიმისა და ექთნის შესვლა საკანში, ხოლო 1 კვირის წინ, გადაწყდა, რომ საღამოს 6 საათის შემდეგ, მორიგე ექიმი აღარ მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი