უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო "მთავართან" გასული ღამის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება მძიმეა და სეპარატისტების მხრიდან, ადგილი აქვს ინტენსიურ სროლას.
სამხედროების თქმით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს მის მიერ დაგეგმილი პროვოკაციები უკრაინას გადააბრალოს და ამით მეზობელ ქვეყანაში შეჭრის მყარი საფუძველი შექმნას:
"147 მძიმე ტექნიკა შეიყვანეს...ასეთი რაღაც 2015 წლის მერე, პირველად რომ დაიწყო არ ყოფილა არასდროს, ასეთი მასიური დაბომბვა. ძირითადი დაბომბვები მიდის, რამდენიმე ტერიტორიის. სტანიცა ლუგანსკაია, სჩასწიე... წუხელ ათის ნახევარზე თვითონვე დაბომბეს ლობაჩოვო, დასახლებული პუნქტი ლუგანსკთან.
დაბომბეს ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომ შემდეგ უკრაინული შეიარაღებული ძალები დაედანაშაულებინათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ" - ამბობს ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე.