"ეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია" | ლონდა თოლორაია ეუთო-ოდირის დასკვნაზე

გამოქვეყნდა:

"ეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია" - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაია ეუთო-ოდირის დასკვნაზე კომენტირებისას ისაუბრა. 

ეუთო-ოდირმა დასკვნა გააკეთა იმ კანონპროექტებზე და იმ მიღებულ კანონზე, რომელიც ოფიციალურია უკვე, ამიტომ ეს კანონები ჰქონდა გაგზავნილი და რა თქმა უნდა, ოდირმა ეს ნახა. ამიტომ თქმა იმისი, რომ რაიმე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდათ, არასერიოზულია, ალბათ ყველანი ვხვდებით ამას. ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელსაც დარჩა 1 კვირა იმისთვის, რომ თქვას თავისი სათქმელი დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით და შეაჩეროს ეს პროცესი, რომლითაც სრულიად საერთაშორისო საზოგადოება არის ნამდვილად შეშფოთებული, - ამბობს ლონდა თოლორაია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი