
პრორუსული პარტია "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, საქართველო NATO-ში არ უნდა გაწევრიანდეს. მისი თქმით, საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტია სამხედრო მიუმხრობლობაა
"ჩვენ ვამბობთ, რომ არავითარ NATO-ში საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს. ჯერ ერთი, არავინ გააწევრიანებს და ამას ყველა ღიად ლაპარაკობს და მეორე საქართველოსთვის სწორედ, ნეიტრალიტეტი და სამხედრო მიუმხრობლობის პლატფორმაა უსაფრთხოების გარანტია. ამ მოცემულობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წერილი დროული იყო",- თქვა ირმა ინაშვილმა.