რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რომელიც მსოფლიო დღის წესრიგის მთავარი თემა და ქართული დიპლომატიის სრული კრახია.
მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, პუტინის სამხედრო ავანტურის მოსალოდნელ შედეგებსა და უსაფრთოხოების გამოწვევებზე მსჯელობდნენ და სადაც თითქმის ყველა გამომსვლელი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პარალელებზე საუბრობდა, საქართველოს პრემიერის ხმა არავის გაუგია.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიზიტი მიუნხენში ისე დაასრულა, რომ მსოფლიო ლიდერებიდან არავის შეხვედრია და უკრაინის მიმართ, სოლიდარობის გამოხატვა არც კი უცდია.
პრემიერის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალებით თუ ვიმსჯელებთ, ირაკლი ღარიბაშვილი, ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენციაზე, კრიპტოვალუტის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.