
თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს პუტინისთვის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მორატორიუმის გარანტია არ მიუცია.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში გაწევრიანების შესახებ აშშ-ს პოზიცია უცვლელია და ისინი ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩებიან.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტმა მას უთხრა, რომ "ხვალ" უკრაინას NATO-ში არ მიიღებს. ამასთან, პუტინმა თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის მორატორიუმიცაა შესაძლებელი.