
პოლიტიკური მოძრაობა "ლელო" ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოთხოვს. "ლელოს" წარმოამდგენლებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.~
გიორგი ქობულიამ, "მთავარ არხზე", "დღის სტუმარის" ეთერში სამთავრობო წრეებში და სახელმწიფო კომპანიებში არსებულ სისტემურ კორუფციასა და სქემებზე ისაუბრა.
"ლელოში" მიაჩნიათ, რომ გენერალური პროკურატურა ვალდებულია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაჟღერებული კორუფციული სქემით დაინტერესდეს.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბატონი ქობულიას, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განხადებების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. ვინაიდან, არსებობს ყველანაირი საფუძველი, რომ დაიკითხოს ეს ადამიანი. ვინაიდან, როგორც ჩანს, მას აქვს ძალიან სერიოზული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით გვარებით და კონკრეტული სქემებით, - ამბობს "ლელოს" წევრი გიგლა მიქაუტაძე.