ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ აღნიშნული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.
"უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.
ევროკავშირი და მისი პარტნიორები, ერთიანობითა და უკრაინისადმი მტკიცე სოლიდარობით უპასუხებენ",-წერს ფოონ დერ ლაიენი.
პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. განცხადება ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.