"განვითარებული მოვლენები ჯო ბაიდენთან განვიხილეთ... იგეგმება საუბარი ბორის ჯონსონთანაც" - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა. მისი ინფორმაციით, იგეგმება საუბარი ბორის ჯონსონთანაც. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა: 

ბოლო საათებში განვითარებული მოვლენები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან განვიხილეთ. ვიწყებთ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომას. იგეგმება საუბარი ბორის ჯონსონთანაც, - წერს ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი