"რუსეთი იმეორებს იმ სცენარს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია" - სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"რუსეთი იმეორებს იმ სცენარს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია" - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მან ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა 

"საქართველო კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის "აღიარებას". ის იმეორებს იმ სცენარს, რამაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. 
საქართველო დგას თქვენს გვერდით და მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას" - წერს სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მიმართავს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი