ბაიდენი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსში აშშ-ის მოქალაქეებს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას აუკრძალავს - თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში აკრძალავს ახალ ინვესტიციებსა და ვაჭრობას ამერიკის მოქალაქეებისთვის.

განცხადების თანახმად, განკარგულებით სანქციები დაუწესდება პირებს, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე საქმის წარმოებას აპირებს. დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინა გამოაქვეყნებენ.

თეთრი სახლი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს განკარგულება არ არის იმ მკაცრი ეკონომიკური მექანიზმის ნაწილი, რომელსაც აშშ მის პარტნიორებთან ერთად ამზადებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი