"მოსკოვი ომის დაწყების მიზეზებს ეძებს" | ესტონეთის პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

​ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი Twitter-ზე წერს, რომ მოსკოვი ომის დაწყების მიზეზებს ეძებს. ალარ კარისის თქმით, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილია და ესტონეთი მის უკანონო აღიარებას არ შეეგუება.

"​ესტონეთი არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის უკანონო აღიარებას, ეს რეგიონები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ნაწილია, ისევე როგორც ყირიმი. ცხადია, მოსკოვი არასერიოზულია დიპლომატიაში, მაგრამ ომის დაწყების მიზეზებს ეძებს"- წერს ალარ კარისი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი