"ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს.
"პუტინი კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანას ანადგურებს. ჩრდილოეთ ნაკადი ორის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს. რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს", - წერს ლუკ კოფი.