ჩვენი შეთავაზება, რომ ორ ოლქს ვიღებთ და დანარჩენებს პარტნიორებს ვუტოვებთ, ძალაში რჩება - გრიგოლ ვაშაძე

გამოქვეყნდა:

არ აქვს მნიშვნელობა, რა პასუხი იქნება ერთიანი სიის შედგენაზე, ჩვენი შეთავაზება იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობას იღებს მხოლოდ ორ ოლქს და დანარჩენს მისცემს პარტნიორებს, რჩება უცვლელად - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ნიკა გვარამის საავატორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

საქართველოში ყოველთვის ყველაფერია მოსალოდნელი, მთავარია კეთილგონიერება შევინარჩუნოთ, - ამბობს იგი. 

ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შერჩევის თემაზე გამართულ კონსულტაციებში არ მონაწილეობს, რათა თავიანთი აზრი არავის მოახვიოს თავზე. თუმცა, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის თანხმობა აუცილებელია.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი