მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკითხი - ოპოზიციის საბოლოო გამარჯვების ფორმულა ჯერჯერობით უცნობია

გამოქვეყნდა:

საარჩევნო სიის  და მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკითხი - ოპოზიციის საბოლოო გამარჯვების ფორმულა ჯერჯერობით უცნობია. "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ კანდიდატებს ორ ოლქში წარადგენს. ბოკერიას თქმით, "ძალა ერთობაშია" და ნაციონალური მოძრაობა" ერთი პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენს, შესაბამისად, გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ კანდიდატებს სხვა ოლქებში ვეღარ წარადგენს.

ძალა ერთობაშია" და "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთი პოლიტიკური ერთეული და მათ უკვე განაცხადეს, რომ ორი ადგილი აქვთ. ყველა დანარჩენთან კონსულტაცია გრძელდება. იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში უკვე გვექნება კონკრეტული შედეგები. გრიგოლ ვაშაძეს ეგ ახასიათებს ხოლმე. წინა ხელისუფლების პრობლემებზე როცა ესაუბრებიან, რომელიც იყო, ამბობს, მე რა შუაში ვარო, მაგრამ მიღწევებზე საუბარო უყვარს ხოლმე. აქაც იგივეა, - განაცხადა ბოკერიამ.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი პარტიაც, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციაში შედის, ერთ სამაჟორიტარო ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავს.

არ შემიძ₾ია ახლა ვისაუბრო "ძალა ერთობაშიას" სახელით. მე ცალსახად შემიძ₾ია ვთქვა, "ახალი საქართველოს" სახელით, რომლის ხელმძღანელიც და თავმდჯომარეც ვარ. აუცილებლად "ახალი საქართელო" დააყენებს ამ ექვსიდან ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას, - განაცხადა ვაშაძემ.

დარჩენილ ექვს ვაკანტურ ადგილთან დაკავშირებით ოპოზიციაში კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. ირკვევა, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ 6 ადგილიდან შესაძლოა ერთი ეკა ბესელიამ დაიკავოს.

კვოტების გადანაწილების საბოლოო სია ცნობილი 20 ივნისამდე გახდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი