ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი - ნათქვამია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

დღეს ოკუპანტების მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 4 წელი გავიდა. ყოფილი სამხედრო, 38 წლის ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.

ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.

ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი