ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი ვერ შედგა - სხდომა გადაიდო

გამოქვეყნდა:

დღეს ზუგდიდში საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. 

საკრებულოს სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ ესწრებოდნენ- ენმ-ის ორი დეპუტატი, რომელსაც კოვიდის სიმპტომები აქვთ თვითიზოლაციაში არიან გადასული და ამ დროისთვის PCR ტესტის პასუხებს ელოდებიან. შესაბამისად, სხდომაზე არ მისულა არც მათთან კონტაქტში მყოფი საკრებულოს 8 დეპუტატი ენმ-დან. 

ცნობისთვის, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ დღეს პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც დეპუტატებს თავმჯდომარის მოადგილეები უნდა აერჩიათ. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი