გერმანია Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს სერტიფიცირებას უჩერებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, სერტიფიცირება შეუძლებელია. მილსადენის პროექტი სექტემბერში დასრულდა, თუმცა ოპერირება ჯერ დაწყებული არ იყო.
"ეს ტექნიკურად ჟღერს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯი.... ამ სერტიფიცირების გარეშე Nord Stream 2 ვერ დაიწყებს მუშაობას", - თქვა შოლცმა.
უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის შემდეგ აშშ-მ თქვა, რომ თუ რუსეთი შეიჭრებოდა, "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
დასავალეთი მოსკოვს დამატებითი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება.