აღიარებიდან 1 საათში, მასიურად შევიდა ტექნიკა დონეცკსა და ლუგანსკში - უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო

გამოქვეყნდა:

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო "მთავართან"  გასული ღამის მოვლენებს იხსენებს და ამბობს,
რომ როგორც კი  პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, ზუსტად 1 საათში მასიურად შევიდა რუსული არმია დონეცკსა და ლუგანსკში. 

"როგორც კი გუშინ, პუტინმა აღიარა ეს ე.წ. რესპუბლიკები, ზუსტად 1 საათში მასიურად შევიდა ტექნიკა დონეცკსა და ლუგანსკში... დილის რვა საათიდან  85- ჯერ იყო დაბომბვა სხვადასხვა მონაკვეთზე" - ამბობს ქართველი სამხედრო, ვანო ნადირაძე.

შეგახსენებთ, რომ  პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის  დამოუკიდებლობა აღიარა.  მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი