ძალადობა ჟურნალისტებზე - ინსპექტორმა მოკვლევა პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობის მუხლით დაიწყო

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ჟურნალისტების გამოკითხვა დასრულდა. 

უწყებამ კასპში მომხდარ ინციდენტზე მოკვლევა 333-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობას გულისხმობს. 

ჟურნალისტებმა სახელმწიფო ინსპექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და ახლა იმედოვნებენ, რომ ინსპექტორის აპარატი მიუკერძოებელ დასკვნას დაწერს. გარდა ამისა, უფლებადამცველები ითხოვენ, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყოს და ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოთ, 

ცნობისთვის, საუბარია 18 თებერვალს, კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. "მთავარი არხის" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს, დაზიანდა ტექნიკაც.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი