უკრაინული შეიარაღების პოზიციებს ისევ უტევენ - ლუგანსკისა და დონეცკის "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარების შემდეგ, ქვეყანა რუსეთის საოკუპაციო ჯარის მასშტაბური თავდასხმის მოლოდინშია. თუმცა, ინტენსიური სროლისა და აფეთქებების ხმა ფრონტის ხაზთან უკვე ისმის.
ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში კი რუსი სამხედროები უკვე ღიად გადაადგილდებიან. ისინი ამბობენ, რომ ასრულებენ თხოვნას რომელიც რუსეთისა და თვითაღიარებული რესპუბლიკების პრეზიდენტებისგან მიიღეს.
"მთავარ არხთან" საუბრისას, ფრონტის ხაზზე მყოფი სამხედროები ადასტურებენ, რომ ბოლო დღეებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან პროვოკაციები გახშირდა და ისინი ესკალაციას ცდილობენ.