
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აფრიკის ქვეყნებში დაგეგმილი ოფიციალური ტურნე გააუქმა და NATO-ს ლიდერებთან ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებად თურქეთში ბრუნდება. NATO-ს სამიტი ოთხშაბათს გაიმართება.
ერდოღანი თურქეთში ოთხშაბათს უნდა დაბრუნებულიყო, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის აფრიკის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გეგმავდა.
თურქეთის პრეზიდენტმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა უკრაინაში ოკუპირებული დონეცკსა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა" აღიარა.
ერდოღანმა პუტინის გადაწყვეტილებას მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ აღნიშნული უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.
დღეს მას სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთანაც ჰქონდა, რომელშიც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატა.