
უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც ის პასუხისმგებლობას მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებდა.
საუბრისას ზურაბიშვილმა 2008 წლის ომის დაწყებაში რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა კითხვის საპასუხოდ მან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ის ნაბიჯებს ფრთხილად დგამს და მისი ქმედებები საქართველოსთვის გაკვეთილია. ამასთან ზურაბიშვილის თქმით, ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მანამ მოახერხა, სანამ "რამე მოხდებოდა".
"ვინ არის პასუხისმგებელი ომზე - ძალიან ნათლად მითქვამს, 2008 წლიდან მოყოლებული, რომ მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა. რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთია დასადანაშაულებელი.
მინდა ვთქვა, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როცა პროვოკაცია იწყება, ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა ამბობდა, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებს, ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც უკვე ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან. ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს... ძალიან ცუდია, რუსეთი ასეთია.
მთავრობა და პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს მთავრობის მიერ პროვოკაციის აცილებას მაქსიმალური დოზით, ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი ციტატის სულისკვეთება. საინტერესო ის გახლავთ, რომ კიდევ ერთი რამაა, რაც ზელენსკიმ გააკეთა სანამ რამე მოხდებოდა, მობილიზაცია მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის, სანამ რამე მოხდებოდა. საქართველოს შემთხვევაში, [2008 წელს] უსაფრთხოების საბჭო რუსეთმა მიიწვია იმის წინ, ვიდრე საქართველო მოიწვევდა",- თქვა ზურაბიშვილმა. (სინქრონული თარგმანი)