
რუსეთი უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციას უახლოეს მომავალში აპირებს - ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსი დიპლომატები აგრესიის სამიზნე არაერთხელ გახდნენ და კიევში საელჩოს შენობას, ასევე ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში მდებარე გენერალურ საკონსულოებს თავს დაესხნენ.
სამინისტრო წერს, რომ "დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება რუსული უცხოური ინსტიტუტების თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მუქარაზე არ რეაგირებდა".