სანქციები, რომლებსაც აშშ რუსეთს უწესებს | ჯო ბაიდენის საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე ისაუბრა. ვაშინგტონი პერსონალურ, ფინანსურ სანქციებს უწესებს პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათი ოჯახის წევრებს.

სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მომავალში, რაც უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა, დასავლეთი ერთიანი იქნება ახალი სანქციების დაკისრების კოორდინაციაში.

რუსეთმა მიითვისა რეგიონის დიდი ნაწილები და განალაგა სამხედროები გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე ეს უკრაინის საზღვრებითაა აღიარებული. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოს აღიარება. ეს რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის დასაწყისია და დუმას გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული. ჩვენ ვაპირებთ სანქციებზე საუბრის გაგრძელებას და ამ მიმართულებით გაცილებით ღრმად წასვლას. 

არ არსებობს ქვეყნები, რომელთაც აქვთ უფლება წაართვან ტერიტორია მათ მეზობლებს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ და NATO-ს მოკავშირეებმა ბევრი განცხადება გავაკეთეთ, უკრაინასთან დაკავშირებით პუტინის ბოლო პერიოდის განცხადებების საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომ ის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებს. ჩვენ ვართ ძალიან ახლო კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან და მზად ვართ, ესკალაციას შევეწინააღმდეგოთ. 

სანქციებს ვუწესებთ ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას - VEB-სა და სამხედრო ბანკს.
ასევე, სანქციას ვაწესებთ რუსეთის ვალზე, რომელიც ვერ დაფინანსდება უცხოური წყაროებიდან. ხვალიდან ამოქმედდება სანქციები რუსეთის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებზე. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და ტკივილი მათაც უნდა გაიზიარონ.

გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტის გაყინვა. ამავდროულად, აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იმის გამო, რომ რუსეთის არმია დგას ბელარუსში, ჩვენ ვაწვდით კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას უკრაინას და ასევე ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს. ასვეე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, თავს დავესხათ რუსეთს, მაგრამ ჩვენ ვიცავთ NATO-ს ტერიტორიას. 

რუსეთი აპირებს არ შეჩერდეს გამოცხადებულზე და აქვს გეგმები გაცილებით უფრო დიდი ქალაქების ოკუპაციის, მათ შორის დედაქალაქი კიევის. ამას აპირებს პირველ რიგში ბელარუსიდან, ჩრდილოეთ ნაწილიდან, რაკეტების დახმარებითაც კი, ასევე სამხრეთიდან, შავი ზღვიდან, წყალქვეშა გემებით. 

რაზე მეტყველებს ეს, თუ არა იმაზე, რომ რუსეთს სურს ომის დაწყება. ამ ესკალაციის გაზრდა და მიმდინარეობა ჯერჯერობით დასრულდა უკრაინული, ორი სუვერენული ტერიტორიის დამოუკიდებლობის უკანონოდ აღიარებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ასევე, პუტინმა მისცა შესაძლებლობა პარლამენტს, გამოიყენოს რუსული სამხედრო ძალები მის ფარგლებს გარეთაც.

ჩვენ არ ვართ სულელები, არც ვიყავით და არც ვიქნებით. ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვამბობდით იგივეს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ სრულად ატარებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე. და ის რაც ითქვა გაზის ფასის მატებაზე, ამაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვთქვით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს თავისი ფასი და ჩვენ ვართ მზად, გადავიხადოთ ეს ფასი.

რუსეთის ასეთი მიდგომა ენერგომატარებლებზე, პირველ რიგში, დაანგრევს მათ ეკონომიკას და არა ჩვენსას. საპასუხოდ, არ იქნება არავითარი ინვესტიციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში.  ამერიკელი ხალხი ვერ იქნება დამოკიდებული "გაზპრომზე". ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. 

გასულ კვირას, ზელენსკი და ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი მიუნხენში ერთმანეთს შეხვდნენ. ჩვენ ვაჩვენეთ მას, რომ ჩვენი, აშშ-ის, NATO-სა და ჩვენი პარტნიორების ნებისმიერი ნაბიჯი იქნება ერთიანი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ჩვენი, NATO-ს მოკავშირეების მშვიდობის დასაცავად, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად. 

პუტინმა პირდაპირ დაარტყა უკრაინის უფლებას არსებობის შესახებ, დაარტყა NATO-ს დემოკრატიასა და სახელმწიფოებს. არ არსებობს შეკითხვა და ეჭვი იმის შესახებ, რომ რუსეთის ქმედების გამო, უარეს შემთხვევაში, უამრავი ადამიანი უმძიმეს მდგომარეობაში იქნება.

რუსეთს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენ მას ვაფასებთ არა მისი სიტყვებით, არამედ ქმედებებით. მან უნდა იცოდეს, რომ ამიერიდან მისი ქმედება შეფასდება და არა მისი სიტყვები. იმედი მაქვს, რომ დიპლომატიას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ იმუშაოს, - აცხადებს ჯო ბაიდენი. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი