
"თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს თავისი ფასი და ჩვენ ვართ მზად ეს გადავიხადოთ" - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას და მუქარას, რომ ის მსოფლიოს გაზის საფასურს გაუზრდის.
ის რაც ითქვა გაზის ფასის მატებაზე, ამაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს თავისი ფასი და ჩვენ ვართ მზად, გადავიხადოთ ეს ფასი და რუსეთის ასეთი მიდგომა ენერგომატარებლებზე, პირველ რიგში, დაანგრევს რუსეთის ეკონომიკას და არა ჩვენსას... საპასუხოდ, არ იქნება არავითარი ინვესტიცია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. ამერიკელი ხალხი ვერ იქნება დამოკიდებული "გაზპრომზე". ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, - აცხადებს ბაიდენი.
უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესა.