ზელენსკიმ რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეზერვისტთა მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"მე, როგორც უკრაინის გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, ამ განსაკუთრებულ დროს, გავეცი რეზერვისტების მობილიზაციის ბრძანება", - ამბობს ზელენსკი.

ვლადიმერ ზელენსკის მიმართვა სრულად:

თავისუფალი ერი, თავისუფალი ქვეყანა. შეგპირდით, რომ ხშირად ვისაუბრებდით და რაც მთავარია გულწრფელად. ახლა, როცა ამ ვიდეოს ვწერ, კიევის დროით 22 საათია. როგორ შეგპირდით, გულწრფელად მოგიყვებით ყველა ჩვენს ქმედებაზე, რათა ზუსტად გაიგოთ, რა ხდება უკრაინაში და მის საზღვრებთან.

გუშინ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა. დღეს რუსეთის პარლამენტმა ამ გადაწყვტილების რატიფიცირება მოახდინა და პრეზიდენტს შეარაღებული ძალების საზღვრებს გარეთ გამოყენების უფლება მისცა, ანუ დონბასში, უკრაინის ტერიტორიაზე. 

ეს ნათელი მაგალითია იმისა, ვის უნდა მშვიდობა და ვის ტერიტორიების მითვისება. ამ გადაწყვტილებით რუსეთი მინსკის შეთანხმებიდან გავიდა. იმ შეთანხმებიდან, რომლსაც, მათი თქმით, ალტერნატივა არ ჰქონდა. ნათელია, რომ ჩვენთვის ომის დასრულებას ალტერნატივა არ აქვს. ასევე მოლაპარაკებებს და სხვა ფორმატს. მზად ვარ რუსეთთან როგორც ორმხრივი, ასევე სხვა ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით მოლაპარაკებების დასაწყებად.

თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობს დაცვაა. პირველი ფორმატი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, იმ ქვეყნების ლიდერების სამიტია, რომლებიც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრები არიან. ესენი არიან 
უკრაინა, თურქეთი და გერმანია. ამ ქვეყნებმა სამიტს მხარი უკვე დაუჭირეს, განსაკუთრებით კი პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელსაც დღეს ტელეფონით ვესაუბრე. მოხარული ვარ, რომ პარტნიორები გვაჩვენებენ, რომ სანქციების დაწესებას ალტერნატივა არ აქვს.

გუშინ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვესაუბრე, რომელმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციები დაუწესა რუსეთსაც. დღეს ასევე ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ჯონსონს, რომელმაც რუსული ბანკებისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. გერმანიის კანცლერმა კი გაზსადენი "ჩრდილოეთ ნაკადის ორის" ექსპლუატაციაში შესვლა დაბლოკა.

კანადის პრემიერმა კი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო ეკონომიკური სანქციები დააწესა. მადლობა პარტნიორებს ფინანსური დახმარებისთვის. უკვე მივიღეთ კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იაპონიისა და მსოფლიოს ბანკის დახმარებები. ეს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას. 

რაც შეეხება თავდაცვის უსაფრთხოებას, უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. დღეისთვის არ არის საჭირო საყოველთაო მობილიზაცია. აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები.

ჩემი, როგორც, უკრაინის შეარაღებული ძალების მთავარსარდლის მიერ, განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულება გაიცა. ეს შეეხება ოპერატიული რეზერვისთვის განკუთვნილ მოქალაქეებს. ნებისმიერი შესაძლო ცვლილებებისთვის უკრაინული ჯარების მზადყოფნა უნდა გავაძლიეროთ. ამასთან, უახლოეს მომავალში რეზერვისტები ტერიტორიული დაცვის სამხედრო წვრთნებსაც გაივლიან.

სანამ ჩვენი ბიჭები გვიცავენ, ვალდებულები ვართ ვიმუშაოთ, ეკონომიკაში ფული ჩავდოთ და ჩვენი არმიის დაფინანსებისთვის შემოსავლებით გავზარდოთ. პატრიოტია ის, ვინც მტერს საკუთარი მიწის დასაცავად ებრძვის, ასევე ის, ვინ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შესაქმნელად ინვესტიციებს აკეთებს.

აქედან გამომდინარე, ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამას ვაცხადებთ. ეს წარმოებისთვის დამატებითი სტიმულია. ეს გამოიწვევს, ბიზნესის მარტივ წარმოებას, შეამცირებს ფასებს სხვადასხვა პროდუქტებზე, მათ შორის ბენზინზე. ჩვენი ვალია ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვება. ახლა, როგორც არასოდეს, უკრაინელი პოლიტიკოსები ვალდებული ვართ სახელწიფო მოხელეები ვიყოთ და პირადი ამბიციები გვერდით გადავდოთ ჩვენი ქვეყნისთვის.

ვიდეოს ჩაწერამდე საპარლამენტო პარტიებისა და ფრაქციების ლიდერებს შევხვდი, ყველას ესმის, რომ დღეს პარლამენტში თავდაცვის კოალიცია გვჭირდება. ეკონომიკური წარმატებისთვის ერთიანობა კარგი და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ყველა პოლიტიკოსი და ყველა პარტია ერთ ფერს ატარებს. ყვითელს და ცისფერს.

ხვალ 150-მდე ბიზნესმენ ვხვდები. ისინი აქ უნდა დარჩნენ და უკრაინის ეკონომიკას განვითრებაში, სამუშო ადგილების შექმნასა და ჯარის გაძლიერებაში უნდა დავეხმარონ. ყველა ერთად თავის ფრონტზე.

ძვირფასო უკრაინლებო, ჩვენ სიმშვიდე გვინდა, მაგრამ თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გაგვიჭირდება. წინ რთული სამუშაო გველოდება, თუმცა მზად ვართ. გვჯერა ჩვენი, გვჯერა ქვეყნისა და გამარჯვების. დიდება უკრაინას! - განაცხადა ზელენსკიმ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი