ჯო ბაიდენი დმიტრო კულებას შეხვდა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა კულებას აცნობა იმ ნაბიჯებზე, რაც აშშ-მა რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების საპასუხოდ გადადგა.

ამასთან ბაიდენმა კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

მან ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოებისა და მაკროეკონომიკური მხარდაჭერას.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, ამერიკამ რუსეთს სანქციები დაუწესა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი