რუსთავში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

გამოქვეყნდა:

რუსთავში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ექიმის ინფორმაციით, 4-ვე პაციენტს სხვადასხვა სახის დაჟეჟილობები აღენიშნება, მათგან ერთს მცირე დამწვრობა აქვს მიღებული.

"მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ოთხივე კონტაქტურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღენიშნებათ დაჟეჟილობები, დამწვრობა მცირე უბნებზე აღენიშნება ერთ პაციენტს", - ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, კოსტავას გამზირზე ერთმანეთს BMW-სა და Mercedes-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. დაშავებულების ახლობლების ინფორმაციით, მოქალაქეებმა ავტომობილიდან მგზავრების გადმოყვანა აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი