უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, 23 თებერვლის 07:00 საათის მდგომარეობით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 96-ჯერ დაარღვიეს.
ერთ-ერთმა სამხედრომ გუშინ, 22 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო, ერთი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო კიდევ 5-მა ჯარისკაცმა.
გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შორის 23 თებერვალს მოწინააღმდეგის მოქმედებების შედეგად მსხვერპლი არ არის.
შტაბის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით გახსნეს.