"მივალთ, კარგი სიტყვით გამოგვისტუმრებენ იქნება, იქნება... საშველი არ დაადგა" - დევნილების აქცია წყალტუბოში

გამოქვეყნდა:

"გვიშველეთ, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია" - ამ მოთხოვნით წყალტუბოში, აფხაზეთიდან დევნილები აქციას მართავენ და ხელისუფლებას ავარიული კორპუსებიდან გასახლებას სთხოვენ.

სანატორიუმის ძველ შენობაში მცხოვრებლებმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც წარადგინეს, სადაც წერია, რომ აღნიშნულ შენობაში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

დევნილები აცხადებენ, რომ  "ოცნების" ხელისუფლება უკვე წლებია პირდება სახლებს, თუმცა დაპირება  შეუსრულებელია.

"თვითონ იცხოვრონ მოვიდნენ ასეთ გაუსაძლის მდგომაროებაში. ჩვენ ასე არ ვცხოვრობდით სოხუმში..."
 "რამდენსაც მივალთ კარგი სიტყვით გამოგვისტუმრებენ იქნება, იქნება, თუმცა საშველი არ დაადგა"
- ამბობენ აქციის მონაწილე დევნილები.

მათი თქმით, თუ ავარიული შენობიდან არ გაიყვანენ და ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი