აი, ფაქტის მონაცემებით, პრემიერ ღარიბაშვილის ფეისბუქ გვერდის პოსტების დარეკლამებისთვის 2020 წლის აგვისტოდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, 117,496 აშშ დოლარი დაიხარჯა.
მაგალითად ორგანიზაციას, ასეთი პოსტები მოჰყავს:
"ილია მეორეს ღარიბაშვილთან შეხვედრის ამსახველი და პატრიარქის აღსაყდრების მილოცვის პოსტი - დაიხარჯა 200-200 დოლარი.
ეკლესიური დღესასწაულების, ნინოობის, ნიკოლოზობის, ბარბარობის, შობის მისალოცი პოსტები - რეკლამაში გადავიხადეთ 3 ათას დოლარზე მეტი.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაჭერის პოსტი - დასპონსორდა 300 დოლარით.
არჩევნებზე ღარიბაშვილის ხმის მიცემის და გამარჯვების ამსახველი ფოტოები - გადავიხადეთ 2400 დოლარი.
ირაკლი ღარიბაშვილის სოციალურ ქსელში 600 დოლარით დასპონსორდა ისეთი პოსტებიც, რომელიც ფეისბუქმა დაბლოკა, მათ პოლიტიკასთან შეუსაბამობის გამო." ნათქვამია აი, ფაქტის მონაცმებში.