სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა რუსეთის არმიის ცენტრალური აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
21 თებერვალს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ "კუსტურიცასთან ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობის" შესახებ ისაუბრა და აღნიშნა მისი როლი "რუსული კულტურის საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებაში".