მოქმედი რწმუნებულების და მოადგილეების 33%-მა დეკლარაციები ხარვეზით შეავსო - TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, 2021 წელს მოქმედი რწმუნებულებისა და მოადგილეების 33%-მა დეკლარაციები ხარვეზით შეავსო.

TI წერს, რომ 36 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზით შეავსო 12-მა, მათგან:

  • 6 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული
  • 5 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

მათ სიაში მოხვდა ზურა ხაჩიძე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილეა, მან 2021 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა თანასაკუთრებაში, თბილისში არსებული ბინა, ასევე, არ აქვს მითითებული, რომ მისი ცოლი თბილისში ბინას ფლობს. ეს ინფორმაცია მას წინა წლის დეკლარაციაში მითითებული ჰქონდა. 

სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი