
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი თავდაცვის მინისტრთან ერთად ვაზიანში იმყოფებოდა, სადაც ქართველი სამხედროები საერთაშორისო მისიისთვის ემზადებიან. დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.
ვფიქრობ, რომ ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი ზრუნვა მათი მოქალაქეების მიმართ ნათლად აჩვენებს, თუ როგორ კარგად ასრულებენ ისინი დაკისრებულ ამოცანებს. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში წარმატებულ მისიას ვუსურვებ, - განაცხადა დეგნანმა.
დასკვნით წვრთნებში, რომლებიც 4-თვიანი ინტენსიური მზადების ბოლო კომპონენტია, დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.