
ხმაურით დაიწყო საკრებულოს სხდომა სენაკში, სადაც თავმჯდომარეს ირჩევდნენ. ოპოზიცია ამბობს, რომ სხდომის ჩასაშლელად "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს აპარატის ბეჭედი მოიპარა, რომელიც შენობიდანაა გატანილი და ამ დრომდე გამქრალია.
მიუხედავად ამისა, საკრებულოს განკარგულებაში ცვლილება შეიტანეს, რომლის მიხედვითაც ბიულეტენს ხელი ბეჭდის ადგილას უხუცესმა წევრმა, სევდია უგრეხელიძემ მოაწერა.
საკრებულოს თავმჯდომარედ "საქართველოსთვის" წევრი, ირაკლი კაჭარავა აირჩიეს, რომელსაც მხარი "ნაციონალურმა მოძრაობამაც" დაუჭირა. სხდომას "ქართული ოცნების" არც ერთი დეპუტატი არ ესწრება.
საკრებულოს სხდომის დაწყებამდე გადადგა აპარატის უფროსი - ვეფხია რუსია, რომელმაც თქვა, რომ ისიც და აპარატის თანამშრომლებიც მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყვნენ.
ავტორი: ემა გოგოხა.