"მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნინა ხუბუტია უკრაინული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მას შემდეგ, რაც ნინამ უკრაინელ ხალხს პირდაპირ ეთერში მიმართა და მათ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა, არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
გთავაზობთ გამოხმაურებებს საერთაშორისო მედიიდან:
გამოცემა წერს, რომ "მთავარი არხის" ტელეწამყვანმა, ქართველმა ნინა ხუბუტიამ რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, უკრაინელ ხალხს მხარი დაუჭირა.
"ვიდეო Facebook-ზე 20 თებერვალს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა, ოსტაპ იარიჩმა გამოაქვეყნა. ხუბუტიამ უკრაინელებს უკრაინულად მიმართა" - წერს გამოცემა.
"ჩვენ გვყავს საერთო მტერი! ჩვენ გავიმარჯვებთ!" - მთავარმა ქართულმა ტელეარხმა უკრაინას დაუჭირა მხარი" - ამ სათაურით წერს სტატიას გამოცემა Obzervatel.
"გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს საერთო მტერი - ქართველმა ტელეწამყვანმა უკრაინას მხარი დაუჭირა" - გამოცემა სტატიას ამ სათაურით აქვეყნებს.
"ნინა ხუბუტია უკრაინულ ენაზეც კი ისაუბრა. ერთ-ერთი ქართული ტელეარხის წამყვანმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი ვიდეო კვირას, 20 თებერვალს, ჟურნალისტმა ოსტაპ იარიჩმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა" - წერს გამოცემა და ნინას მიმართვის ვიდეოს აქვეყნებს:
გამოცემა ნინა ხუბუტიას მიმართვას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს: "საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ?? ადგილობრივი მაუწყებლის, "მთავარი არხის" ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში უკრაინულად ისაუბრა ?".
"ქართული ტელეკომპანია "მთავარი არხის" წამყვანმა ნინა ხუბუტიამ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა უკრაინულ ენაზე გამოთქვა" - წერს გამოცემა. მათივე ინფორმაციით, საქართველო რუსული აგრესიის მსხვერპლი თვითონაც გახდა.
"წამყვანმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" - წერს Depo.ua და ნინას მიმართვას აქვეყნებს:
"მინდა, ამ საფრთხის ფონზე უკრაინელ ხალხს ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო. გახსოვდეთ, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს არის რუსეთი. ამიტომ, ჩვენ ერთად ვართ, როგორც არასდროს და მხოლოდ ერთად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ტელეწამყვანმა" - წერს გამოცემა.
"ქართველმა ტელეწამყვანმა უკრაინას მხარდაჭერა უკრაინულ ენაზე, ემოციურად გამოუცხადა და ახსენა რუსეთიც: ვიდეომ სოციალური ქსელი დაიპყრო" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას უკრაინული გამოცემა Dialog.ua:
"ქართული ტელეკომპანიის, "მთავარი არხის" წამყვანმა ნინა ხუბუტიამ პირდაპირ ეთერში უკრაინულ ენაზე ისაუბრა და რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.
ხუბუტია უკრაინას მხარს უკვე დიდი ხანია აქტიურად უჭერს. საკუთარ Facebook-ის გვერდზე ის რეგულარულად აქვეყნებს პროუკრაინული ხასიათიც მასალას. ამის საპასუხოდ, უკრაინელი ხალხი სოციალურ ქსელში, ასევე მის პირად Facebook-სა და Instagram-ის გვერდებზე სამადლობელ სიტყვებს წერენ.
შეგახსენებთ, რომ რუსული ოკუპაციისგან 14 წლის წინ საქართველოც დაზარალდა..." - წერს გამოცემა.
„ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ეს არის რუსეთი. ამიტომ ერთად ვართ, როგორც არასდროს" - ნინა ხუბუტიას მიმართვას აქვეყნებს ტელეარხი "კიევიც". ტელევიზია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ქართული ტელეარხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში უკრაინულ ენაზე ისაუბრა და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"ქართველი ტელეწამყვანი, ბრიტანელი მილიარდერი და ფინეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრები: ისინი, ვინც უკრაინას მხარი დაუჭირეს" - ამ სათაურით კი სტატიას გამოცემა Niklife აქვეყნებს:
"ქართული ტელეკომპანიის, "მთავარი არხის" წამყვანმა ნინა ხუბუტიამ უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა უკრაინულ ენაზე გამოუცხადა. "გვახსოვს, რომ ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ეს არის რუსეთი. ამიტომ ვართ ერთად, როგორც არასდროს და მხოლოდ ერთად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა ტელეწამყვანმა.
უნდა გვახსოვდეს, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში ხმელეთიდან, ზღვიდან, საჰაერო სივრციდან და კიბერსივრციდანაც შეიჭრა და საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა. ეს ნაბიჯი თავისი მასშტაბებითა და გავლენით უპრეცედენტო იყო", - წერს გამოცემა.
გამოცემა წერს, რომ ქართველი ტელეწამყვანი, საქართველოში, პირდაპირ ეთერში უკრაინულ ენაზე საუბრობს და უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს.
"ქართული ტელეარხის, "მთავარი არხის" წამყვამა ნინა ხუბუტიამ პირდაპირ ეთერში უკრაინულად ისაუბრა და რუსეთის შემოჭრის საფრთხის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერა გამოხატა. უკრაინელმა ჟურნალისტმა ოსტაპ იაშიშმა შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში 20 თებერვალს გამოაქვეყნა.
გვახსოვდეს, რომ ჩვენ საერთო მტერი გვყავს და ეს არის რუსეთი. ამიტომ, ჩვენ ერთად ვართ, როგორც არასდროს და მხოლოდ ერთად. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა ტელეწამყვანმა" - წერს გამოცემა.
ნინა ხუბუტიას მიმართვას ავრცელებს კიდევ ერთი უკრაინული გამოცემა, Apostrophe.ua. ისიც წერს, რომ ნინამ უკრაინელ ხალხს პირდაპირ ეთერში უკრაინულ ენაზე მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა.
"მან თქვა, რომ ორ ქვეყანას, საქართველოსა და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს" - წერს გამოცემა.
ანტონ გერაშჩენკო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე:
ნინა ხუბუტიას გამოსვლა ანტონ გერაშჩენკოს ტელეგრამ-არხზეც მოხვდა. მინისტრის მოადგილემ დაწერა, რომ "მთავარი არხის" ქართველმა ჟურნალისტმა უკრაინას მხარდაჭერა უკრაინულ ენაზე, პირდაპირ ეთერში გამოუცხადა.
Слава Україні!