ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები - თბილისში ოლქების გადანაწილების საკითხი ისევ ღიაა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე კოლეგებს ნიკა მელიას განცხადების კარგად წაკითხვას ურჩევს. ვაშაძე ამბობს, რომ კოალიციაში შემავალ პარტიებს მაჟორიტარობის კანდიდატების დაყენებას ვერავინ აუკრძალავს.

მისივე თქმით, როდესაც "ენმ"-მ თბილისში ორი ოლქი დათმო, საუბარი იყო მხოლოდ პარტია "ნაციონალურ მოძრაობაზე" და არ იგულისხმებოდა კოალიცია "ძალა ერთობაშია". 

ყველაზე კარგი არის, რომ ბატონი ნიკა მელიას განცხადების ტექსტი ავიღოთ, ყურადღებით წავიკითხოთ, სადაც არის ნახსენები მხოლოდ და მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა". ვერავინ ვერავის ვერც კონსულტაციებში მონაწილეობას აუკრძავას და ვერც იმას, პრეტენზია ჰქონდეს ერთ-ერთი მაჟორიტარული ადგილის წაღებისა, - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ის პარტიები, რომლებიც კოალიციაში "ძალა ერთობაშია" შედიან, ამბობენ, რომ არჩევნებში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას გეგმავენ და ამაზე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. მათივე თქმით, კანდიდატებზე კვოტებს ვერავინ დააწესებს.

კოალიცია "ძალა ერთობაშია" ვაპირებთ, რომ "ძალა ერთობაშიას" ფორმატშიც და "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში მიმდინარე ფორმატშიც, ჩვენმა პოლიტიკურმა მოძრაობამ წარმოადგინოს თავისი კანდიდატები კონკრეტილ ოლქებთან დაკავშირებით, - ამბობს "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე.

ვერავინ დააწესებს ვერანაირ კვოტას მანამ, სანამ ოპოზიცურ ფორმატში ეს არ განიხილება. ეს არის პარტიების სურვილი რაც გაკეთდა. ჩვენ პოლიტიკურ გაერთიანებასაც გააჩნია გარკვეული მოსაზრებები, - ამბობს "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე  პაატა დავითაია.

ოპოზიციის შეთანხმების დეტალები და სამოქმედო სქემა 20 ივნისამდე გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი