
უნგრეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ის უნგრეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, უნგრეთი-უკრაინის საზღვართან ახლოს ჯარებს გააგზავნის.
თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რა რაოდენობის სამხედროებს გაგზავნის ადგილზე, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი ტერიტორიაზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიზნით იქნებიან განლაგებული. მისივე განმარტებით, სამხედრო ნაბიჯები პრევენციული ზომებისთვის ტარდება.