ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო უმაღლესი რადას თანხმობას ელოდება. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ოკუპირებული რეგიონების გარდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება. იმ სახელმწიფოს გვერდით, რომელიც ახლა კრემლის მთავრ სამიზნეს წარმოადგენს, მთელი ცივილიზებული სამყარო დგას.
უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების პარალელურად, რუსეთი მძიმე სანქციების ქვეშ ექცევა. ევროკავშირი, შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი - უკვვე ცნობილია, ამ ეტაპზე რა ფასის გადახდა მოუწევს კრემლს ოკუპირებული რეგიონების აღიარების სანაცვლოდ.
დაწესებული შეზღუდვები კი ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას და გავლენინან პირებს დასავლეთის ფინანსებზე წვდომა აღარ ექნებათ. ასევე ვეღარ შეძლებენ ფულის მოზიდვასა და ვაჭრობას ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე.