პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლოპოტაზე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა. შეხვედრისას გახარიამ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაციის პირობებში არჩევნების სუფთად ჩატარება მთავარი ამოცანაა.
არჩევნები ეპიდემიის პირობებში დიდი გამოწვევაა და ის გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, - განაცხადა გახარიამ.
შეხვედრაზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების თარიღის გადაწევა ქვეყანაში განვითარებულ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის როგორც არის გამოცხადებული კონსტიტუციურ ფარგლებში, მაგრამ ამ გამოწვევას აქვს არაპროგნოზირებადი ხასიათი, - აღნიშნა ზალკალიანმა.
შეხვედრა უკვე დასრულებულია და ელჩებს აქვთ მოლოდინი, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება.