შეერთებული შტატების ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება და თავდასხმა შესაძლოა მომდევნო 48 საათის განმავლობაში განხორციელდეს. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.
"უკრაინის პრეზიდენტი გაფრთხილებულია, რომ 48 საათში, რუსეთი დიდი ალბათობით, უკრაინაში შეჭრას დაიწყებს",-უთხრა აშშ-ს ოფიციალურმა პირმა Newsweek-ს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, სადაზვერვო თვითმფრინავით, დღეს მცირე დროით უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვია.