აფეთქებები და სროლა ფრონტის ხაზზე | "მთავარი არხი" საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნას შეესწრო

გამოქვეყნდა:

ფრონტის წინა ხაზზე კი ვითარება უცვლელი და უკიდურესად დაძაბულია. ყველდღიურად საოკუპაციო ძალები და სეპარატისტები სულ უფრო აქტიურად უტევენ უკრაინელი სამხედროების პოზიციებს. იზრდება მძიმე ტექნიკის რაოდენობა და ყოველდღიურად მცირდება მანძილი რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის.

სამხედრო პოზიციების გარდა სულ უფრო ხშირად ხორციელდება შეტევა დასახლებულ პუნქტებზე, იბომბება სტრატეგიული და ეკონომიკური ზონები. შეიარაღებული შეტევების პარალელურად იზრდება პროვოკაციების საფრთხეც. დღეს მთელი დღის განმავლობაში მთავარი არხი ფრონტის ხაზზე იყო.

ჩვენი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძე და ოპერატორი ტატო გურგენიძე უკრაინელ სამხედროებთან ერთად მორიგი შემოვლაზე იმ დროს გავიდნენ, როდესაც რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მძიმე ტექნიკიდან ცეცხლი გახსნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი