"გაკოტრებული პოლიტიკოსები პროვოკაციების მოწყობას ეცდებიან" | ღარიბაშვილი რაგბის მატჩზე

გამოქვეყნდა:

"ზოგადად, მე, როგორც პოლიტკოსს და მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ სპორტი უნდა გავმიჯნოთ ყოველგვარი პოლიტიკისგან და არავის უნდა მივცეთ საშუალება რაიმე პროვოკაცია შეიტანოს სპორტში, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გუნდი ჩამოდის და ამის არა ერთი გამოცდილება გვქონია. ჩვენი ქართველი რაგბისტები პირველად არ ხვდებიან რუს მოქალაქეებს და სპორტი და მოქალაქეები, რუსი ხალხი, ერთ მხარეს არის, მეორეა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან. ეს ერთი მეორესგან უნდა დავაშოროთ... ძალიან კარგად მესმის, რომ გაკოტრებული პოლიტიკოსები შეეცდებიან ამ სიტუაციაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მაგრამ მინდა, ისინი გავაფრთხილო, რომ ნებისმიერ ასეთ პროვოკაციას, ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება. მნიშვნელობა არ აქვს, დროშებს მიუტანენ თუ არა. მინდა ყველას ვთხოვო, რომ მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. ამ გაკოტრებულ პოლიტიკოსებს რა უნდათ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. მათ უნდათ ეკონომიკის გაჩერება, ტურიზმის გაჩერებაც, ქვეყნის დაკეტვაც და ახალი ომის დაწყებაც, რადგან ამაში ხედავენ რაღაც თეორიულ შანსს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ არავის მივცემთ ქვეყანაში სიტუაციის არევის საშუალებას,"

- ამბობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-რუსეთს შორის გასამართ რაგბის მატჩზე დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი